ნორბერ კასტერე
ნორბერ კასტერე | |
---|---|
ნორბერ კასტერე | |
დაბადების თარიღი |
19 აგვისტო, 1897 სენ-მარტორი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
20 ივლისი, 1987 (89 წლის) ტულუზა, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
პროფესია | სპელეოლოგია |
საქმიანობა | მწერალი |
ნორბერ კასტერე (ფრანგ. Norbert Casteret; დ. 19 აგვისტო, 1897, სენ-მარტორი — გ. 20 ივლისი, 1987, ტულუზა) — სახელოვანი ფრანგი სპელეოლოგი, თავგადასავლის მაძიებელი, მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნორბერ კასტერე დაიბადა ადვოკატის ოჯახში. იზრდებოდა სოფელ სენ-მარტორში. დაწყებითი განათლება იქვე მიიღო. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად ტულუზაში გადავიდა. თავდაპირველად სწავლობდა ლიცეუმში, მოგვიანებით სწავლა განაგრძო ტულუზის უნივერსიტეტში. სისტემატური საბუნებისმეტყველო განათლება არ მიუღია. 1915 წელს მოხალისედ შევიდა საარტილერიო პოლკში. ომში მძიმედ დაიჭრა. ომის შემდგომ კვლავ განაგრძო სწავლა ტულუზის უნივერსიტეტში.[1]
იკვლევდა მღვიმეებს, უფსკრულებს, მიწისქვეშ დერეფნებს, ტბებს, წყლის ცირკულაციას და სხვა. დიდ ყურადღებას აქცევდა მღვიმეებში შემონახულ არქეოლოგიურ და პალეონტოლოგიური ნაშთების ძებნას. სპორტულად კარგად მომზადებული მარტო ან ძმასთან ერთად თავის მშობლიური სოფლის მიდამოებში ახერხებდა მეტად რთულ მღვიმეებში შესვლას და დათვალიერებას. კასტერემ პირენეებში შეისწავლა 500-ზე მეტი მღვიმე, გადაწყვიტა მრავალი ჰიდროლოგიური საკითხი, რომელიც მანამდე სადავოდ ითვლებოდა, ხოლო 1923 წელს მონტესპანის მღვიმეში მანამდე უცნობი პრეისტორიული ადამიანის მიერ შესრულებული ქანდაკებები, ნახატები და ნახაზები აღმოაჩინა.[2]
პოპულარობა მოიპოვა 1940–1950 წლებში ნაყოფიერი ლიტერატურული ნაწარმოებების ხარჯზე. არის ასობით სტატიისა და 40-ზე მეტი წიგნის ავტორი. საქართველოში სპელეოლოგიის პოპულარიზაციას ძლიერ შეუწყო ხელი მისმა წიგნებმა: „ათი წელი მიწის ქვეშ“, „ოცდაათი წელი მიწის ქვეშ“ და „წყვდიადის ძახილი“.[3] 1957 წელს ქართულ ენაზე ითარგმნა კასტერეს „ათი წელი მიწის ქვეშ“.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Par Michel Bilotte. Norbert Casteret (1897–1987) www.academie-sciences-lettres-toulouse.fr
- ↑ ათი წელი მიწის ქვეშ // გაზ. „ლელო“, 26 თებერვალი, 1957, № 25 (1039), გვ. 4.
- ↑ Кикнадзе, Тамаз. Пропасти Арабики : Записки спелеолога; Тбилиси : "Мецниереба", 1967.
- ↑ ნ. კასტერე. ათი წელი მიწის ქვეშ : [გამოქვაბულის გამოკვლევა პირენეიში]. თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1957.